მშობელთათვის



ვფიქრობ,რომ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობით უზრუნველყობთ ჩვენი შვილების მომავალ წარმატებას.
                 პატივისცემით, მათემატიკის მასწავლებელი:

                                                                 მანანა   ზარიძე

               შეგიძლიათ დამიტოვოთ თქვენი კომენტარები,მე მას აუცილებლად გავითვალისწინებ.



      

     ერთად  ვიზრუნოთ  ჩვენი ბავშვების                       აღზრდასა და განათლებაზე.

 

 



     
                              


                                                                                                                                                                     






  

გთხოვთ,გულახდილად უპასუხოთ კითხვებს და  მეილზე გადმომიგზავნეთ.
mananazaridze4@gmail.com

კითხვები:
1. რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/                 შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
 
       2. როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი                       მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
   3. როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი.
4. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
    5. როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
   
     6. არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
    
 7. არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?


                    



                      10  რჩევა  მშობელთათვის
    
     1. ნუ  დაელოდებით,  რომ  თქვენი  შვილი  თქვენნაირი  ან  თქვენ  რომ  გსურთ,  ისეთი  იქნება. 
 ხელი  შეუწყვეთ,  რომ  დამოუკიდებელ პიროვნებად
 ჩამოყალიბდეს.

     2. ნუ  მოითხოვთ  სამაგიეროს  შვილისაგან  იმისათვის,  რაც  მისთვის  გაგიკეთებიათ.  თქვენ  მას  სიცოცხლე  აჩუქეთ,  როგორ  უნდა  გადაგიხადოთ  შვილმა  მადლობა?  ის  სხვას  აჩუქებს  სიცოცხლეს,  სხვა  კიდევ  სხვას  და  ა,შ.  ეს  მადლიერების  შეუქცევადი  კანონია.

     3.თუ  გსურთ ,   სიბერე  არ  გაგიმწარდეთ,  წყენას  შვილზე  ნურასოდეს  გადმოანთხევთ, ანუ  რასაც  დათესთ,  იმას  მოიმკით.

    4. მის  პრობლემებს  ქედმაღლურად  ნუ  შეხვდებით, ცხოვრებას  ყველა  საკუთარი  ძალების  შესაბმისად  უძლებს.  იცოდეთ  მისთვის  ცხოვრების  ტვირთი  შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე  თქვენთვის,  რადგან  მას   ნაკლები  გამოცდილება  აქვს.

    5.არ  დაამციროთ.

    6.ნუ  დაიტანჯავთ  თავს,  თუ  შვილისთვის  რაიმეს
  გაკეთება  არ  შეგიძლიათ.  სინდისმა  მაშინ  უნდა  შეგაწუხოთ,  თუ  შეგიძლიათ  და  არ  აკეთებთ.

    7. თუ  შვილისთვის  ყველაფერს  არ  გაიღებთ, ეს
 ნიშნავს,  რომ  არასაკმარისად  გაგიღიათ.

    8. შვილი  ტირანი  არ  არის,  რომელიც  მთელ  თქვენს  ცხოვრებას  ეუფლება.  ის  ძვირფასი ფიალაა,  რომელიც  ცხოვრებამ  შესანახად,  გასაფრთხილებლად  და  მასში  შემოქმედებითი  ცეცხლის  გასაღვივებლად  მოგაბარათ.

   9. უნდა  შეგეძლოთ  სხვისი  შვილის  სიყვარული.  არასდროს  გაუკეთოთ სხვას  ის,  რაც  არ  გინდათ, რომ  თქვენს  შვილს  გაუკეთონ.

  10.გიყვარდეთ  საკუთარი  შვილი,  როგორიც  უნდა  იყოს  იგი.  უნიჭო,  უიღბლო,  ზრდასრული. 
 იხარეთ 
 მასთან  ურთიერთობით,  რადგან  ბავშვი  დღესასწაულია,   რომელიც  ჯერჯერობით  თქვენთან
 არის.




Комментариев нет:

Отправить комментарий