პროექტი "ჭკვიანი ბიზნესმენი"
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
მანანა ზარიძე
|
|
რაიონი
|
ვაკე-საბურთალო
|
|
სკოლა
|
ს.ს.ი.პ. 54-ე
საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ჭკვიანი
ბიზნესმენი.
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეებმა უნდა
შეიმუშაონ სავარაუდო რეკომენდაციები პურ- ფუნთუშეულის ბიზნესის
განხორციელების საქმეში. ამისათვის
უნდა შეადგინონ კითხვარები,
ჩაატარონ გამოკითხვა, შეაგროვონ
მონაცემები, წარმოადგინონ ის მოწესრიგებული სახით. გააკეთონ თვისობრივ და
რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი.
|
||
საგანი
|
||
მათემატიკა
|
||
დონე/კლასი
|
||
მე-7-ე კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
5
კვირა.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
• მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
• მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
• ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
• აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
მათ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
• ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად;
• ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
სახელმწიფო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები
ტექნოლოგიური ინსტრუმენტები
· მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, პროდუქტიულობის და შემოქმედებითობის ასამაღლებლად.
· მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს ტექნოლოგიური მოდელების შესაქმნელად, პუბლიკაციების მოსამზადებლად და სხვა შემოქმედებითი სამუშაო შესასრულებლად.
საინფორმაციო და კომუნიკაციის ინსტრუმენტები
ტექნოლოგიური კვლევის ინსტრუმენტები
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები ჩაატარებენ
კვლევას ადგილობრივი პურ- ფუნთუშეულის ბიზნესის შესახებ.
შეაგროვებენ მონაცემებს
მოთხოვნის შესხებ,
გაუკეთებენ მას ორგანიზებას
და წარმოადგენენ პიქტოგრამებითა
და სიხშირეთა ცხრილის
საშუალებით.
მოსწავლეები ახდენენ
მოპოვებული მონაცემების დაჯგუფებას
და დამუშავებას. ინფორმაციის
წარმოდგენას წერტილოვანი, ხაზოვანი,
სვეტოვანი და წრიული
დიაგრამების საშუალებით.
იმფორმაციის დამუშავების
შემდეგ ახდენენ მის
ანალიზსა და შეფასებას.(
დაგეგმავდნენ თუ არა პურ-
ფუნთუშების საცხობის ბიზნესს?
ღირს თუ არა
რომ ჩაებათ ამ
საქმიანობაში?)
როგორც ,,ექსპერტებმა“ გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები ინტერვიუების და ზეპირი პრეზენტაციების ჩატარებისას.
მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას ზეპირი პრეზენტაციების ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
თანატოლებთან თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის და იდეების დემონსტრირებას.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
როგორ
უნდა გამოვიკვლიოთ პროდუქციის
საჭიროება?
|
|
თემატური კითხვები
|
1. როგორ წამოვიწყოთ
ბიზნესი?
2.როგორი უნდა იყოს მოგება, რომ
ჩაებათ პურ-ფუნთუშეულის
ბიზნესის საქმეში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის დადგენის მიზნით
გამოვიყენებ მეთოდს ,,
გონებრივი იერიში“. ვსვამ
კითხვას: როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ამა
თუ იმ პროდუქტის
საჭიროება?
თვითრეგულირებისა და
თანაშრომლობის წახალისების მიზნით
გამოვიყენებ მეთოდს ,, თანასწორთა უკუკავშირი“. ვიყენებ
შუალედური სამუშაოების წარდგენის
შემდეგ.
პროგრესის
მონიტორინგის მიზნით გამოვიყენებ შეფასების მეთოდს ,,სამუშაო დღიური“. მთელი პროექტის
განმავლობაში თითოეული ჯგუფი
აწარმოებს დღიურს, რომელშიც
ჩაწერენ ყოველდღიურ აქტივობებს
რეგულარულად.
გაგების შემოწმებისა
და მეტაშემეცნების წახალისების
მიზნით ვიყენებთ მეთოდს
,,ვიდეო და
ფოტო ჟურნალები“.
პროექტის განხორციელების განმავლობაში თითოეული ჯგუფი
შექმნის საინტერესო ფოტო
ალბომს, სადაც ასახული
იქნება მათ მიერ
განხორციელებული პროექტის აქტივობები.
გაგებისა და
უნარების დემონსტრირებას მოვახდენ
ჯგუფების მიერ შექმნილი
სლაიდშოუსა და ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა უნდა
იცოდნენ მონაცემთა თვისობრივი
და როდენობრივი მახასიაებლები. შეეძლოთ
მონაცემთა შეგროვება, დამოუკიდებლად დაგეგმვა და სტატისტიკური ექსპერიმენტის ჩატარება.
ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტზე მუშაობას თემატური შეკითხვით დავიწყებთ: ზოგადად როგორ გამოვიკვლიოთ ამა თუ იმ პროდუქციის საჭიროება? მოვისმინეთ ერთად მოსწავლეების პასუხებს და და ვთხოვ მოსწავლეებმა ჩაინიშნონ პასუხები.
მუშაობის პირველ კვირას წარვადგენ მასწავლებლის პრეზენტაციას .დავარიგებ საპროექტო რუბრიკას და განვიხილავთ მოდულის მოთხოვნებს. განუმარტავთ მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკის საშუალებით შევაფასებთ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნას, რაც პროექტის ფარგლებში მიიღეს. პროექტის დასაწყისში ინფორმაციის მიწოდების მიზნით ვარიგებ პუბლიკაციებს.
მოდულზე მუშაობის მეორე კვირას ვაკომპლექტებთ ჯგუფებს.
კლასში მყავს 30 მოსწავლე. მოსწავლეებს ვყოფ 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში 6 მოსწავლეა. ყველა ჯგუფი იმუშავებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ისინი ჩაატარებენ კვლევას მის უბანში ადგილობრივი პურ-ფუნთუშეულის ბიზნესის შესახებ. მოსწავლეების მიერ კვლევის დაწყებამდე, გავმართავთ დისკუსიას მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ, განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად. თუ განხილვისას, პირველად წყაროსთან ინტერვიუს ჩატარება არ დასახელდა კვლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, და ვამატებ აღნიშნული რეკომენდაციას მოსწავლეების ჩამონათვალს. მუშაობის დასრულების შემდეგ, განვიხილავთ თითოეული დასახელებული ტექნიკას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება და კვლევის ინსტრუმენტების მრავალფეროვნების გამოყენება პროექტის რეალისტურობის და დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად. როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი?
როგორი უნდა იყოს მოგება, რომ ჩაებათ პურ-ფუნთუშეულის ბიზნესის საქმეში?
რა ტიპის საცხობის გახსნაა მიზანშეწონილი? მთელი სამუშაო დროის განმავლობაში ერთნაირი დატვირთვით უნდა იმუშაოს საცხობმა? დაგეგმავდით თუ არა ფუნთუშების გამოცხობას? პურის რა სახეობებისა და ოდენობის გამოშვებას მიიჩნევთ მიზანშეწონილად? მოსწავლეებს მივაწვდი ელექტრონულ ნიმუშს, ან Excel-ის სამუშაო ფურცელის ინფორმაციის მოგროვების და ჩაწერის მიზნით. სამუშაო ფურცელი მოსწავლეებს ეხმარება დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში. ამასთანავე, გააკეთებთ ინტერვიუს ტექნიკის დემონსტრირებას და განიხილავთ დარგობრივი ექსპერტებისგან ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელობას. ვტხოვ,ერთობლივად შეიმუშავოთ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც ექსპერტთან ინტერვიუს ჩატარებისას დაეხმარება მოსწავლეებს. კერძოდ, პროექტის კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციების მიღებასა და თემატურ შეკითხვებზე პასუხების გაცემაში. განვიხილავთ, როგორ შეიძლება ელ-ფოსტის გამოყენება ექსპერტებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. შევახსენებ კვლევის მიზნების მისაღწევად ინტერნეტში მუშაობის და ელ-ფოსტის გამოყენების ეტიკეტის და წესების შესახებ.
თითოეული ჯგუფი
შეადგენს კითხვარს და
ჩაატარებენ გამოკითხვას რესპოდენტებთან. შეაგროვებენ მონაცემებს
და მოახდენენ მათ
ჩაწერას მოსახერხებელი ფორმით.
ქმნიან მოწესრიგებულ მონაცემთა
ცხრილებს, სიხშირეთა ცხრილებს.
მოდულზე მუშაობის მესამე კვირას მოსწავლეები ჩავრთავთ აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში. ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ გადაიღონ შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოების ფოტოები, რაც მომავალში პროექტზე სამუშაოდ გამოადგებათ. გავაკეთებ ჩანაწერებს მოსწავლეების მიერ დოკუმენტირების პროცესში .
შუალედური
სამუშაოების წარმოდგენის შემდეგ
ვიყენებ ,,თანასწორთა უკუკავშირს“.
მოსწავლეები აწარმოებენ
დღიურს, სადაც აღწერენ
ყველა შესრულებულ აქტივობას.
გავმართავთ მოსწავლეების კონფერენციებს კვლევის და პროექტზე მუშაობის სხვდასხვა ეტაპებზე მოსწავლეების სამუშაოს მონიტორინგის, შეკითხვებზე პასუხის გაცემის და უკუკავშირის მიღების მიზნით.
პროექტის მიმდინარეობის მეოთხე კვირაში მოსწავლეები წარმოადგენენ კვლევის შედეგებს . შეგროვებული ინფორმაციის
მიხედვით ახასიათებენ
მონაცემებს წარმოდგენილი ცხრილის
, დიაგრამის სახით.
შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა
სახის დიაგრამები. (
სვეტოვანი, წრიული, ხაზოვანი.
წერტილოვანი ).
ჯგუფები
ახდენენ მონაცემთა რამდენიმე
ჯგუფის წარმოჩენას და მათ დახასიათებას
შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე.
დაურიგებ მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმას და მიუთითებ, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ. მოცემული დავალების შესრულების შემდეგ, შევხვდიბი მოსწავლეებს ინდივიდუალურად პრეზენტაციების განხილვის და შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. სათაურების და ძირითადი თემატური საკითხების დამტკიცების შემდეგ, დაიწყებენ სლაიდების მომზადებას. დავეხმარები მოსწავლეებს პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესში. მეხუთე კვირის ბოლოს, მას შემდეგ, როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ პრეზენტაციებზე მუშაობას, მოვაწყობთ პრეზენტაციების წარდგენას. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის პრეზენტაციას, სლაიდშოუს,
პროექტის მიმდინარეობის დროს
შექმნილ ბროშურებს, ფოტო და ვიდეომასალას. რომელშიც აღბეჭდილი
იქნება პროექტის
აქტივობები. სლაიდშოუს წარდგენისა და კითხვების შემთხვევაში მათზე პასუხის გაცემის შემდეგ, ახდენენ ინფორმაციის ანალიზსა და შეფასებას. დასკვნის გაკეთებას .
პროექტის პრეზენტაციისას ჯგუფების მიერ შექმნილ
სლაიდშოუები, შეფასდება
სლაიდშოუს შეფასების განმსზღვრელი რუბიკით.
ბოლოს ვაკეთებთ პროექტის შეჯამებას. ვაწარმოებთ ჯგუფურ დისკუსიას ზოგადი კითხვის გარშემო.
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა ნამუშევრების ამსახველი მასალა (სლაიდ შოუ, ფოტოალბომი,) იხილეთ ბლოგის გვერძე "მოსწავლეთა ნამუშევრები." პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ვიზუალური მასალა იხილეთ ბლოგის გვერძე "ფოტო და ვიდეო გალერეა. " ბლოგის მისამართი: mananazaridze5.blogspot.com. მანანა ზარიძის პორტფოლიო
.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий