воскресенье, 11 апреля 2021 г.

            მასწავლებლის ათი მცნება





1 1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული

 ა  არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ

 გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ

 მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი

 დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი

 უნდა გქონდეს გულში. 

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული

 უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა

 გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა,

 ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში

 ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა

 ხვალინდელი დღის შექმნა. 


 " აუცილებელი არ არის ადამიანისაგან ფილოსოფოსი შექმნა, პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღზარდო"

                                                                      /ჯან -ჯაკ  რუსო /

вторник, 6 апреля 2021 г.

 "ნამდვილად ბედნიერებაა როდესაც მოსწავლის წარმატება საკუთარივით გახარებს. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შენ ამისთვის ყველაფერს აკეთებდე და მნიშვნელობა არ აქვს, ამას სიყვარულის გამო აკეთებ თუ საქმისადმი პასუხისმგებლობის გამო. თუმცა პედაგოგობა ისეთი პროფესიაა, რომ ბავშვის სიყვარულის გარეშე არ გამოგივა. "